სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ..." - ნიკა გვარამია

    "დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ..." - ნიკა გვარამია
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია რუს­თა­ვის ცი­ხი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

    "დღეს ერთი წელი შეს­რულ­და, რაც რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ. რა თქმა უნდა, ეს "სიმ­ყუდ­რო­ვე" ზედ­მე­ტად ჰერ­მე­ტუ­ლია და მო­სა­წყე­ნი.

    რა თქმა უნდა, რთუ­ლია იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ქექე და სან­დრო გარ­და­ტე­ხის ასაკს ისე გა­დი­ან, ისე ეც­ვლე­ბათ გა­რეგ­ნო­ბაც, სი­მაღ­ლეც, სამ­ყა­როს აღ­ქმაც და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც, რომ მათ გვერ­დით არ ვარ.

    რა თქმა უნდა, სოფო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და ვდარ­დობ, რომ ასე­თი დიდი ტვირ­თი და­აწ­ვა, თან ვა­მა­ყობ, რომ ასე უმკლავ­დე­ბა.

    რა თქმა უნდა, ჩემი ფიქ­რი სულ "მთა­ვარ­თა­ნაა", ვხე­დავ, რო­გორ უჭირთ, იმა­საც ვხე­დავ, რა­საც მი­მა­ლა­ვენ ხოლ­მე და არ იმ­ჩნე­ვენ, მაგ­რამ ვხე­დავ იმა­საც, რო­გორ იქ­ცნენ მა­გა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ოპე­რა­ტო­რე­ბი, მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბი და სხვე­ბი, უმაგ­რეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, ვინც თა­ვი­სი სტო­ი­კუ­რო­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად ამარ­ცხებს სის­ტე­მას და იძ­ლე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბის მა­გა­ლითს. ამის გამო, კი­დევ უფრო მე­ტად მიყ­ვარ­ხართ, ვა­მა­ყობ და პა­ტივს გცემთ!

    რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასეა, მაგ­რამ ჩემი სი­მარ­თლე კვლავ სი­მარ­თლედ რჩე­ბა; ჩემი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბა კი­დევ უფრო ხის­ტი ხდე­ბა; ჩემი მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვი­თხოვ თუ მო­ვი­თხოვ, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ მომ­ცეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი (სხვაგ­ვარს არც ველი), რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლის ჩემი გზა გა­ვაგ­რძე­ლო სტრას­ბურ­გში. ისე­თი პირი უჩანს, სა­მარ­თალ­ზე კი არა, მთლად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე უარს მე­ტყვი­ან სა­ბო­ლო­ოდ. თუმ­ცა, მოთ­მი­ნე­ბით და­ვე­ლო­დე­ბი ვა­დის ამო­წურ­ვას 22 ივ­ნისს და მერე გა­დავ­წყვეტ, რო­გორ ვი­მოქ­მე­დებ.

    დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას: ჩემს ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებს, ნიკა გვა­რა­მი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას, კრი­ტი­კულ მე­დი­ას, პო­ლი­ტი­კო­სებს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს - ნაც­ნო­ბებს თუ უც­ნო­ბებს, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ნამ­დვილ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რა გინ­და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეთ ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი პერ­სო­ნის მი­მართ.წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ, გამ­ძლე­ო­ბას და მოთ­მი­ნე­ბას!ბო­ლოს, ერთი რჩე­ვაც: მარ­ტო სი­მარ­თლით გა­მარ­ჯვე­ბას ვერ მი­აღ­წევ!

    სი­მარ­თლე, გამ­ძლე­ო­ბის და მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცი­აა. არ­სად და არას­დროს და­უ­მარ­ცხე­ბი­ათ ტი­რა­ნია მო­რა­ლუ­რი კომ­პრო­მი­სე­ბის გზა­ზე შედ­გო­მით.

    ებ­რძო­ლეთ სის­ტე­მას თქვე­ნი მის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბით, მის­ნა­ი­რო­ბა­ში ივა­ნიშ­ვილს ვე­რას­დროს მო­უ­გებთ. და თუ სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად კომ­ფორტ ზო­ნის და­სა­ტო­ვებ­ლა­დაც კი არ ხართ მზად, სხვა საქ­მით და­კავ­დით. ასე აჯო­ბებს.

    P.S. გუ­შინ­დე­ლი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­კი­თხვა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ბა­ტონ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს! ხომ ისევ "ყვე­ლა­ზე უკეთ" ხართ, "რო­გორც ტან­კი"? აბა რა! მეც ეგრე ყო­ჩა­ღად უნდა ვი­ყოთ, ბევ­რი საქ­მე გვაქვს წინ!" - წერს ნიკა გვა­რა­მია "ფე­ის­ბუქ­ში".