სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე ბედნიერი“ – დათო ევგენიძის ემოციური მომართვა მეუღლეს ოპერაციის შემდეგ

    “გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე ბედნიერი“ – დათო ევგენიძის ემოციური მომართვა მეუღლეს ოპერაციის შემდეგ
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მუსიკოსი, დათო ევგენიძე, რომელმაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. მას ღვიძლი, მეგობარმა გიორგი მახარაშვილმა გადაუნერგა.

    კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, დათო ევგენიძე პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მის მეუღლეს, ნინო ჟვანიას საჯაროდ უხდის მადლობას.

    „მინდა გითხრათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის, ეს ჩემი ნინოა, რომელმაც მაჩუქა ის სიცოცხლე და სიყვარული, რის გამოც დღეს ცოცხალი ვარ. სწორედ ამიტომ ხდებოდა სასწაულები, რამაც გადამარჩინა. იმიტომ რომ ნინო უფალმა გამომიგზავნა და ჩემი ანგელოზია. მე გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე ბედნიერი.

    მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ. ნ ი ნ ო მაპატიე თუ ოდესმე გაწყენინე. ნინ ისიც მინდა იცოდე, რომ მე უფალმა დამტოვა, იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში დიდება უფალს“,- წერს დათო ევგენიძე.