სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩვენი პრინციპია მარტივი - არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში, ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც - ირაკლი კობახიძის განცხადება

    ჩვენი პრინციპია მარტივი - არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში, ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც - ირაკლი კობახიძის განცხადება
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „არცერთი „ნაცი“ აღარ აირჩევა არცერთ ორგანოში, ეს არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ბოლომდე გავყვებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, ოპოზიციამ აღნიშნული კრიტერიუმი უნდა მიიღოს, რადგან მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მხარს არც ერთ ორგანოში აღარ დაუჭერს.

    „ჩვენ ვმოქმედებთ ერთი მარტივი პრინციპით, რაც კომპრომისებით ბოლომდე არ იყო დაცული თავის დროზე, მაგალითად ლომჯარია მივეცით თავის დროზე „ნაცებს“, როდესაც იგი 2017 წელს ავირჩიეთ, არც ერთი „ნაცი“ აღარ აირჩევა არც ერთ ორგანოში, ეს არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ბოლომდე გავყვებით და კეთილი უნდა ინებოს ოპოზიციამ და ეს ჩვენი მარტივი კრიტერიუმი უნდა მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.