სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი სხეული არასდროს მყვარებია" - მეგან ფოქსი მძიმე დაავადებას ებრძვის

    "ჩემი სხეული არასდროს მყვარებია" - მეგან ფოქსი მძიმე დაავადებას ებრძვის
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი მეგან ფოქსი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ლამაზ ქალადაა აღიარებული. როგორც აღმოჩნდა მშვენიერი ღიმილის უკან დიდი ფისქოლოგიური პრობლემა და ცხოვრების ბევრი რთული პერიოდი იმალება.

    მსახიობმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი სხეული არასდროს ჰყვარებია. მეგან ფოქსმა ღიად ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    „სხეულის დისმორფული აშლილობა მაქვს. მე ვერასდროს ვხედავ ჩემს თავს ისე, როგორც გარშემომყოფები აღმიქვამენ. ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ისეთი მომენტი, როცა საკუთარი სხეული მიყვარდა", - განაცხადა მეგან ფოქსმა.

    მეგან ფოქსს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აქამდეც უსაუბრია. მსახიობის თქმით, კარიერაში გარდამტეხ მომენტად ფილმში Jennifer’s Body (ჯენიფერის სხეული) მონაწილეობა იქცა, რადგან მედიასა და კინოში მისი სექსუალიზება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

    მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ადამიანებთან შეხვედრისას სურს, სხვებმა მისი პოზიტიური ბუნება შეამჩნიონ.

    ცნობისთვის, სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ მის სხეულს გარკვეული "ნაკლი" აქვს და ამაზე გამუდმებით ფიქრს ვერ წყვეტს.