სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ"- კობახიძე ზურაბიშვილზე

    "პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ"- კობახიძე ზურაბიშვილზე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "გვე­ში­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი და მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ა­ზი­ა­ნებს ჩვენს სწრაფ­ვას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­კენ - უმ­ჯო­ბე­სია, პრე­ზი­დენტს არ ჰქონ­დეს ფარ­თო ას­პა­რე­ზი ასე­თი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის დროს" - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ამ განცხადებით მიმართა.

    კობახიძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას, რომ "15 მა­ისს ძალ­ში შე­ვი­და პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა­ზე და 15 მა­ისს­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გას­ცა თან­ხმო­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ბრი­უ­სელ­ში ვი­ზიტ­ზე თან­ხმო­ბა კი ამ დრომ­დე არ გა­უ­ცია“.

    კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სპე­კუ­ლა­ცი­ას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ თუ მთავ­რო­ბას მი­აჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი არ წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას, კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ვი­ზიტ­ზე თან­ხმო­ბა არ გას­ცეს.

    "პრე­ზი­დენ­ტი არ უნდა სპე­კუ­ლი­რებ­დეს. რა შუ­ა­შია რუ­სე­თის მიერ ფრე­ნე­ბის ცალ­მხრი­ვად აღ­დგე­ნა და რა შუ­ა­შია პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი უცხო ქვე­ყა­ნა­ში? ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი შე­და­რე­ბაა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­აა. სამ­წუ­ხა­როა, რომ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი პირი სპე­კუ­ლი­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­სა­ნა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზიტ­ზე თან­ხმო­ბის გა­ცე­მას, ეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბაა. თუ მთავ­რო­ბას მი­აჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი არ წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას, მთავ­რო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, პრე­ზი­დენტს არ მის­ცეს ვი­ზიტ­ზე თან­ხმო­ბა. ჩვენ გვე­ში­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი და მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ა­ზი­ა­ნებს ჩვენს სწრაფ­ვას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­კენ. მო­ის­მი­ნეთ პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, რო­დე­საც მოხ­სე­ნე­ბა ჰქონ­და და და­მე­თან­ხმე­ბით, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვილს, მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი დე­კემ­ბერ­ში. მთავ­რო­ბას დღემ­დე შე­იძ­ლე­ბა არ გა­უ­ცია ნე­ბარ­თვა, შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გას­ცეს - ეს მთავ­რო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ ჩემ­თვის ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, თუ მთავ­რო­ბას ეში­ნია (ეში­ნია პი­რო­ბი­თი სი­ტყვაა) პრე­ზი­დენ­ტის არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თვის. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად ას­რუ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ნა­ბი­ჯე­ბი არ იდ­გმე­ბა, ეს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. უმ­ჯო­ბე­სია, პრე­ზი­დენტს არ ჰქონ­დეს ფარ­თო ას­პა­რე­ზი ასე­თი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის დროს იმის­თვის, რომ არ და­ზი­ან­დეს კან­დი­და­ტის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

    ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტი ბრი­უ­სელ­ში ვი­ზიტს გეგ­მავს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან თან­ხმო­ბას ელო­დე­ბა.

    "15 მა­ისს ძალ­ში შე­ვი­და პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ. 15 მა­ისს­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გას­ცა თან­ხმო­ბა.

    27 აპ­რილს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო მი­მარ­თვა 31 მა­ისს პრე­ზი­დენ­ტის ბრი­უ­სელ­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ამ დრომ­დე თან­ხმო­ბა არ გა­უ­ცია“, - აცხა­დე­ბენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.