სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • არის თუ არა ქვეყანაში დაცული წყლის სისუფთავის ნორმები - ის, რაც უნდა იცოდეთ

    არის თუ არა ქვეყანაში დაცული წყლის სისუფთავის ნორმები - ის, რაც უნდა იცოდეთ
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ დე­და­მი­წა­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 12,5-დან 14 მი­ლი­არდ კუ­ბურ მეტ­რამ­დე სას­მე­ლი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ერთ სულ­ზე სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დღეს მწვა­ვედ დგას სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა, სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სის დაც­ვა და მისი გო­ნივ­რუ­ლად მოხ­მა­რე­ბა. და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

    არ­სე­ბობს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი სის­ტე­მე­ბი. ხე­ლოვ­ნუ­რი სის­ტე­მა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია და მისი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა (არ­სე­ბობს არა­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლიც, მა­გა­ლი­თად ჭები, რო­მელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი მომ­ხმა­რებ­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უწევთ და საკ­მა­ოდ რთუ­ლია). ბუ­ნებ­რივ სის­ტე­მებს ძი­რი­თა­დად, მდი­ნა­რე­ე­ბი და წყა­რო­ე­ბი წარ­მო­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­მე­ლად არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ წვი­მის წყა­ლი ან დამ­დნა­რი თოვ­ლი, რად­გან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბაქ­ტე­რი­ებს შე­ი­ცავს.

    რა უნდა ვი­ცო­დეთ, თუ წყალს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი­დან მო­ვიხ­მართ?

    ალ­ბათ, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ერთხელ ყვე­ლას შეგ­ვხვედ­რია პოს­ტი, რო­მელ­შიც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ონ­კა­ნის წყლის ხა­რისხსა და შე­ფე­რი­ლო­ბა­ზე წუხს. ასე­ვე გვი­ნა­ხავს პოს­ტე­ბი, როცა ონ­კა­ნის ფილტრის მოხ­სნის შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ლე­ქი­ლი კენ­ჭე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის გამო ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ხოლ­მე წყლის ხა­რისხთან და მისი მოხ­მა­რე­ბის საფრ­თხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

    არის თუ არა ქვეყანაში დაცული წყლის სისუფთავის ნორმები - ის, რაც უნდა იცოდეთ



    რო­გორ კონ­ტროლ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წყლის ხა­რის­ხი და რას აკე­თე­ბენ ამის­თვის მისი მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ამის გა­სარ­კვე­ვად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­სა და GWP-ს („ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ“) და­ვუ­კავ­შირ­დით.

    GWP სას­მელ წყალს თბი­ლის­სა და მცხე­თას აწ­ვდის, რაც შე­ე­ხე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ას, ის წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლით მომ­სა­ხუ­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ურ­ბა­ნუ­ლი ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბის­თვის გარ­და თბი­ლი­სის, მცხე­თის, რუს­თა­ვის, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კი­სა.

    კომ­პა­ნი­ებ­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ ისი­ნი შემ­დეგ­ნა­ი­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ წყლის ხა­რისხს:

    GWP: „სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი მუდ­მი­ვად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მოწ­მდე­ბა „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ ქი­მი­ურ-მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში და მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას. მისი მო­ნი­ტო­რინ­გი 53 პა­რა­მეტ­რის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წყლის ხა­რის­ხის ეროვ­ნუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­უ­ლი პა­რა­მეტ­რის კონ­ტრო­ლი დრო­ი­სა და ვა­დის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რაა, რაც სა­ა­თობ­რივ, ყო­ველ­დღი­ურ, ყო­ველკ­ვი­რე­ულ, ყო­ველ­თვი­ურ და ყო­ველ­წლი­ურ კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი, მისი თვი­სე­ბე­ბი და შე­მად­გენ­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად,“ - გან­გვი­მარ­ტეს კომ­პა­ნი­ა­ში.

    გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია: „კომ­პა­ნი­ას ნა­წი­ლობ­რივ აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის უსაფრ­თხო­ე­ბის გეგ­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, ცენ­ტრა­ლუ­რი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მე­ბი გუ­ლის­ხმობს სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბას, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, სის­ტე­მის დაც­ვი­სა და მი­წო­დე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი კონ­ტრო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა და წარ­მო­ად­გენს დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბას წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის ოპე­რი­რე­ბის დროს. აბო­ნენ­ტე­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყა­ლი უსაფრ­თხო და უვ­ნე­ბე­ლია, აკ­მა­ყო­ფი­ლებს "სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 15 იან­ვრის №58 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბულ მო­თხოვ­ნებს,“ - გან­მარ­ტეს კომ­პა­ნი­ა­ში.

    უსაფრ­თხოა თუ არა ნა­ლე­ქი­ან ამინ­დში ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თუ არა მისი გა­ფილ­ტვრა?

    კომ­პა­ნი­ებ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ მათ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყა­ლი და­მა­ტე­ბით ფილტრებს არ სა­ჭი­რო­ებს:

    „ნედ­ლი წყა­ლი გა­დის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის სრულ ციკლს და მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას,“- აღ­ნიშ­ნეს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­ში“.

    „კომ­პა­ნი­ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა უსაფრ­თხოა პირ­და­პირ ონ­კა­ნი­დან, და­მა­ტე­ბი­თი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის (ფილტრე­ბი) გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის, ასე­ვე, არ არ­სე­ბობს სას­მე­ლი წყლის და­მა­ტე­ბი­თი დე­ზინ­ფექ­ცი­ის, თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბის და სხვა რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში.

    რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დის შემ­თხვე­ვა­ში ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი წყლის ხა­რისხზე ზე­გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.

    რო­გორც GWP-მ გან­მარ­ტა, მომ­ხმა­რებ­ლებს ყო­ველ­თვის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბათ.

    გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ძი­რი­თა­დად მი­წის­ქვე­შა წყლებს იყე­ნე­ბენ და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი სას­მე­ლი წყლის ხა­რისხზე ნაკ­ლე­ბად ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას, თუმ­ცა ზე­და­პი­რუ­ლი წყა­ლა­ღე­ბი­სას მდი­ნა­რის ამ­ღვრე­ვის შემ­თვე­ვა­ში წყდე­ბა წყალ­მო­მა­რა­გე­ბა და კომ­პა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას აღ­ნიშ­ნულ რე­სურსს წყა­რო­ე­ბი­დან ან წყალმზი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით აწ­ვდის.

    უსაფრ­თხო­ე­ბის რა წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ, თუ წყალს ჭი­დან, წყა­რო­დან ან მდი­ნა­რი­დან მო­ვიხ­მართ?

    ჭის სი­სუფ­თა­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ის სა­პირ­ფა­რე­შოს­გან, ცხო­ველ­თა სად­გო­მე­ბი­სა და ნა­კელ­საყ­რე­ლის­გან, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და სა­სუ­ქის შე­სა­ნა­ხი სა­თავ­სოს­გან არა­ნაკ­ლებ 50 მეტ­რით იყოს და­შო­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, ჭას უნდა ჰქონ­დეს სა­ი­მე­დო სა­ხუ­რა­ვი და პე­რი­ო­დუ­ლად და­იქ­ლო­როს უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვით. აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა წყა­ლი მა­ინც და­ბინ­ძურ­დეს, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, მოხ­მა­რე­ბამ­დე და­მა­ტე­ბით ფილტრა­ცი­ას გა­დი­ო­დეს.

    რაც შე­ე­ხე­ბა მდი­ნა­რი­სა და წყა­როს წყლებს, ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენს და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა შე­და­რე­ბით უფრო რთუ­ლია. სა­სურ­ვე­ლია, წყა­როს წყლის სა­თა­ვე 50 მეტ­რის რა­დი­უ­სით იყოს შე­მო­ზღუ­დუ­ლი და და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ ცხო­ვე­ლე­ბის მიერ შე­საძ­ლო და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან. მდი­ნა­რის წყლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბამ­დე გა­და­ვა­დუ­ღოთ (გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეს მე­თო­დი 100%-იანი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა).

    თუ წყლის ხა­რისხში მა­ინც ეჭვი გე­პა­რე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ მისი და­მა­ტე­ბი­თი ფილტრა­ცი­ის­თვის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ და ასე და­იც­ვათ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა.