სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისის მახლობლად გაზის საბადო აღმოაჩინეს - 8 წლის მარაგს უდრის

    თბილისის მახლობლად გაზის საბადო აღმოაჩინეს - 8 წლის მარაგს უდრის
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, რომ 16 მილიარდი მეტრი კუბის მოცულობის ბუნებრივი აირი იქნა აღმოჩენილი.

    ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია "შლუმბერჟეს" მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია "ბლოკ ენერჯი", რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

    ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროს გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს, ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.

    ადგილზე 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად.