"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც ხვიჩიამ განაცხადა "ენმ" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, პასუხების მიღება პარტიის ლიდერისაგან სურდა.
"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციას ხელს. ენმ-ის წევრებმა უნდა თქვან, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხერხდება, ისინიც სხვანაირად მოიქცევიან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის. მიხეილ სააკაშვილი საუბრის დროს იყო ადეკვატური და მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელმაც არ იცის რას ლაპარაკობს," - განაცხადა იაგომ.