სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არა რუსულ ფრენებს!" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

    "არა რუსულ ფრენებს!" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
    12 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ. რუსმა ბორტგამცილებელმა საქართველოში ჩამოფრენა შამპანურით აღნიშნა.

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული ავიაკომპანიის, „აზიმუტის“ მიერ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით შესრულებულ პირველ რეისს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

    „ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში. არა ფრენებს რუსეთში“, – წერს ზურაბიშვილი.

    ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.

    "არა რუსულ ფრენებს!" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი