სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს ჩემი შვილებისთვის იმის ახსნაა, მამა რატომ არ გვყავსო...“ - ნინო ბერიძე ტრაგედიის შემდგომ ცხოვრებაზე

    "ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს ჩემი შვილებისთვის იმის ახსნაა, მამა რატომ არ გვყავსო...“ - ნინო ბერიძე ტრაგედიის შემდგომ ცხოვრებაზე
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარდაცვლილი ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე, "კვირის პალიტრასთან“ საუბრობს თუ როგორ აგრძელებს ის ცხოვრებას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.


    ნინოს თქმით, ძალას და ენერგიას შვილები აძლევენ.

    "ძალას და ენერგიას, პირველ რიგში, ჩემი შვილები მაძლევენ. იმის იმედი, რომ გაიზრდებიან და მამას გზას გაჰყვებიან. შვილები მყავს და მათი გულისთვის ყველაფერს შევძლებ! არ მინდა გულში ცუდი გაივლონ, დაიჩაგრონ, როგორც ობლები გაიზარდონ. მსურს ლაღები, თავისუფლები იყვნენ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე, ალბათ გარედანაც ჩანს, რომ ასე იზრდებიან.

    მამის გენეტიკა იგრძნობა, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან პატარები არიან. არ ვიცი, მომავალში რას გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრებენ, ეს მათი არჩევანი იქნება. ახლა კი რის ნაჭსაც ვატყობ, ვცდილობ, მათში განვავითარო, შევაყვარო, ვასწავლო. ეს იქნება თეატრი, ოპერა თუ მუსიკა, მსურს გარკვეულ დონეზე იყვნენ გათვითცნობიერებულები... მათი მამა იმდენად ნიჭიერი იყო, ყველაფერი იმდენად კარგად გამოსდიოდა, ვფიქრობ, ამათაც შეიძლება მამის ნიჭი ჰქონდეთ“,
    - ამბობს ნინო.

    შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი, ყველასათვის საყვარელი - ნიკა ქაცარიძე, 2022 წლის 5 იანვარს, 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე - ნინო ბერიძე და ორი შვილი - მარიტა და ლაზარე დარჩა...