სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ... დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინეს და უარის თქმის საფუძველი არ იყო" - რა განცხადებას ავრცელებს "ქორწინების სახლი"?

    ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ... დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინეს და უარის თქმის საფუძველი არ იყო" - რა განცხადებას ავრცელებს "ქორწინების სახლი"?
    12 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბი­ლის­ის ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს და მით უმეტეს, სანქცირებულ მოქალაქეებს აქორწინებდნენ.

    მი­სი­ვე თქმით, წყვილ­მა დო­კუ­მენ­ტა­ცია სრუ­ლად წარ­მო­ად­გი­ნა და უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობ­და.

    "რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ ვი­ცო­დით ვის ქორ­წი­ნე­ბას ვა­ფორ­მებ­დით. რუ­სულს პას­პორ­ტს ბევ­რი წა­რად­გენს ხოლ­მე, მათ შო­რის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. ასე რომ რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი მგო­ნი დის­კრი­მი­ნა­ცია არ არის.

    ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე სა­ჭი­როა მოგ­ვმარ­თოთ მაქ­სი­მუმ, ორი თვით ადრე. მათ დო­კუ­მენ­ტა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ად­გი­ნეს და შე­სა­ბა­მი­სად, უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. პლი­უს, ჩვენ არ ვი­ცო­დით ვინ იყ­ვნენ. ქორ­წი­ნე­ბა და­ხუ­რუ­ლი არ იყო, შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­ღოთ კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბიც. პი­რა­დი დაც­ვა, ან ვინ­მე მსგავ­სი არ ახ­ლდათ. იყ­ვნენ, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი". - გა­ნუ­ცხა­დეს "ტვ პირ­ველს" ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში.