სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი მორაგბე სიმბოლურ ნაკრებში - ვინ გამოარჩია ცნობილმა სარაგბო პორტალმა?

    ქართველი მორაგბე სიმბოლურ ნაკრებში - ვინ გამოარჩია ცნობილმა სარაგბო პორტალმა?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სარაგბო პორტალმა Lovell Rugby-მ ტესტ-მატჩების სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი მოხვდა.

    ნინიაშვილი ერთადერთი მორაგბეა ტიერ2-ს ქვეყნებიდან, რომელიც საუკეთესოებში დაასახელეს.

    აღსანიშნავია, რომ თხუთმეტეულში ვერ ვხედავთ მორაგბეებს სამხრეთ აფრიკიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

    ცნობისთვის, ნინიაშვილის წყალობით, 2 ლელო მის წამოწყებულ შეტევებს მოჰყვა .