სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვამბობდი, რომ არასდროს გავყვებოდი ქართველს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა.." - ნათია თოდუა პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

    "ვამბობდი, რომ არასდროს გავყვებოდი ქართველს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა.." - ნათია თოდუა პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ქართველი მომღერალი და გერმანული ვოისის გამარჯვებული, ნათია თოდუა პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა.

    მისი თქმით არ ეგონა თუ ოდესმე ქართველი მეუღლე ეყოლებოდა, თუმცა მისმა პარტნიორმა ყველაფერი შეცვალა.

    ნათია და დავით ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. ისინი ახლახან გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ იყცვნენ სტუმრად, სადაც თავიანთ გაცნობის ისტორიაზე ისაუბრეს.

    ნათია ამბოს: „გერმანიაში ცხოვრებისას ვამბობდი, რომ არასდროს გავყვებოდი ქართველს…იყო სტერეოტიპი, რომ ქართველთან შექმნილი ოჯახი არ იქნებოდა თანასწორუფლებიანი. ამით ვაპროტესტებდი ისეთ ოჯახს, რომელიც მქონდა წარმოდგენილი, ქართველი ქმარი, მამა, სადაც ქალი სულ სახლშია. თუმცა შემდეგ როცა ჩამოვდიოდი საქართველოში ვხედავდი ამ სხვაობას და ცვლილებებს და მიხაროდა, რომ აქაც იცვლებოდა ტენდენციები და დამოკიდებულება ქალების მიმართ. შემდეგ გამოჩნდა დავითი, რომელიც დღეს ჩემი მეგობარი და ყველაზე ახლობელი ადამიანია და რომელთან ერთადაც შევქმენი ერთი დიდი და ტკბილი ოჯახი“ - ყვება მომღერალი.