სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მივიღე პირობა შს მინისტრისგან..ქორწილი აღარ ჩატარდება“ - ეს ქართველების გამარჯვებაა - სალომე ზურაბიშვილი

    „მივიღე პირობა შს მინისტრისგან..ქორწილი აღარ ჩატარდება“ - ეს ქართველების გამარჯვებაა - სალომე ზურაბიშვილი
    12 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

    „დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ, ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს"“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.