სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს დაგაინტერესებთ - ინსტაგრამის ახალი ფუნქცია

    ეს დაგაინტერესებთ - ინსტაგრამის ახალი ფუნქცია
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა. მომხმარებლები Instagram-ის კომენტარებში GIF-ების დაწერას შეძელებენ. სიახლის შესახებ ადამ მოსერისგან, კომპანიის დირექტორისგან, გავიგეთ. მას Instagram Channels ჩატი ჰქონდა მარკ ცუკერბერგთან, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორთან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    "ცოტა არ იყოს, "როგორც იქნა ფუნქციაა", თუმცა კომენტარებში დღეიდან GIF-ებს ჩავუშვებთ", — განაცხადა მოსერიმ რამდენიმე დღის წინ.

    ახალი ფუნქციის მეშვეობით უკვე შეგეძლებათ, პოსტებზე კომენტარის სახით Giphy პლატფორმის GIF-ები დაწეროთ.

    ამას გარდა, მოსერის ცნობით, იგეგმება Reels-ში ტიტრების გამოცდაც. სავარაუდოდ, ფუნქცია ავტომატური ტიტრების სტიკერს დაეფუძნება, რომელიც Meta-მ ჯერ კიდევ 2021 წელს გაგვაცნო. ინტერფეისის ბოლოში არსებული დროის სკალის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს, ტექსტი ვიდეოს სწორად მოარგოს.