სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა უნდა გაითვალისწინოთ წნევის გაზომვისას - სპეციალისტის რეკომენდაციები

    რა უნდა გაითვალისწინოთ წნევის გაზომვისას - სპეციალისტის რეკომენდაციები
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წნევის გაზომვისას, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება დავუშვათ, რაც რეალური წნევის გაგებაში ხელს შეგვიშლის. კომპანია "როსმაქსის" წარმომადგენელი, სპეციალისტი ნინო მელაძე გადაცემა "შუადღეში" განმარტავს, რომ წამოწოლილ მდგომარეობაში წნევის გაზომვა არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ჭამის შემდეგ გაიზომო წნევა.

    "აუცილებლად უნდა მივეყუდოთ კარგად საზურგეს. ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული, ფეხის ტერფები იატაკს მყარად უნდა ეხებოდეს. კუნთების დაჭიმულობა იწვევს აუცილებლად ცდომილებას, შესაბამისად, კუნთები არ უნდა იყოს დაჭიმული.

    ასევე, შარდის ბუშტი არ უნდა იყოს სავსე. ახალ ნაჭამზე არ უნდა გავიზომოთ, აუცილებლად მოგცემს ცდომილებას.

    წნევა არ არის მუდმივობა და იცვლება. დაწოლილ მდგომარეობაში სხვა წნევა გვაქვს, დამჯდარს სხვა, ხოლო ფეხზე მდგომს ასევე სხვა წნევა. მონიტორინგისთვის სასურველია რომ ერთსა და იმავე მდგომარეობაში გავიზომოთ," - აცხადებს ნინო მელაძე.