სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უთანხმოებები პირად ურთიერთობებში, ფინანსური არასტაბილურობა - ასტროლოგები გვაფრთხილებენ თუ რას უნდა ველოდოთ 2023 წლის ზაფხულში რეტროგრადული მერკურისგან

    უთანხმოებები პირად ურთიერთობებში, ფინანსური არასტაბილურობა -  ასტროლოგები გვაფრთხილებენ თუ რას უნდა ველოდოთ 2023 წლის ზაფხულში რეტროგრადული მერკურისგან
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგიაში პლანეტა ვენერა სიყვარულზე, სილამაზეზე, ჰარმონიაზე, დიზაინზე, ხელოვნებასა და მატერიალურ ფასეულობებზე, მათ შორის ფინანსურ საკითხებზეა პასუხისმგებელი.

    თითქმის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და თვეზე მეტი მსგავს მდგომარეობაშია. როგორც წესი, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ადამიანების მდგომარეობასა და ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც ის გავლენას ახდენს, მნიშვნელოვნად აისახება, იქმნება სხვადასხვა ტიპის დაბრკოლება და დაბნეულობა. კონკრეტული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაში მოიაზრება ოპტიკური ეფექტი, რომლითაც ვხედავთ, რომ იგი საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება.

    2023 წელს პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას 23 ივლისიდან დაიწყებს და 3 სექტემბრამდე გააგრძელებს და ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებზეც პასუხისმგებელია, შეაფერხებს, გარკვეულ გადაწყვეტილებებს გაართულებს და კომუნიკაციის პრობლემასაც შექმნის. ამავდროულად, ასტროლოგები ამ პერიოდს ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების ეტაპს უწოდებენ.

    რა არ უნდა გააკეთოთ რეტროგრადული ვენერას დროს?

    ვენერას რეტროგრადულ მოძრაობას შავი მთვარე ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში თქვენი სასიყვარულო და ფინანსური სფერო შესაძლოა, ნეგატიურად, არაობიექტურად და დამახინჯებულად აღიქვათ. ამის გამო კი არის რისკი, რომ კონფლიქტები წამოიწყოთ, საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია გაგირთულდეთ, იფიქროთ, რომ ბედნიერი აღარ ხართ და მოტივაცია დაკარგოთ, იფიქროთ დაშორებაზე, განქორწინებასა და ურთიერთობის სამუდამოდ დამთავრებაზე. ასევე, შესაძლოა, აღარ მოგეწონოთ თქვენი გარეგნობა და მოულოდნელად ცვლილებები გადაწყვიტოთ, გაიკეთოთ ტატუ, პირსინგი, შეიცვალოთ იმიჯი, ჩაატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტი, რაც შეიძლება, არასასურველი შედეგით დასრულდეს. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ზაფხულის მეორე ნახევრიდან ამ საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ და რადიკალური, ხისტი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. შესაძლოა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება ძალიან ინანოთ და იმედგაცრუებული დარჩეთ.


    ასევე, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. არის იმის შანსიც, რომ იმით მოიხიბლოთ, ვინც თქვენი ღირსი არ არის, მან გული გატკინოთ და მოგატყუოთ. ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც ფრთხილად იყავით და თითოეული ურთიერთობა კარგად შეაფასეთ.