სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს მაყურებლისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალის შესახებ საუბრობს

    VIDEO: „ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს მაყურებლისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალის შესახებ  საუბრობს
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    21 მაისს გვაქვს ფინალი და ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს მაყურებლისთვის. რა შემმატა ამ პროექტმა, ყველამ იცის რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ჩამოვსულიყავი ამერიკაში, კერძოდ ჰოლივუდში.

    არ მიყვარს რამის გაჟღერება, სანამ ბოლო ნაბიჯამდე არ მივალ ხოლმე. როდესაც ასეთ პროექტში გამოდიხარ, ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია იჩენს ხოლმე ინტერესს კონკურსანტების მიმართ.
    ნუცა ბუზალაძე” American Idol”-ის ფინალზე საუბრობს. ნუცამ აშშ-ში დიდ წარმატებას მიაღწია და პროქტშიც ღირსეულ კონკურენციას უწევდა კონკურსანტებს. მან საქართველო უამრავ ამერიკელს გააცნო.

    სანამ ჩვენი ბოლო „ლაივი“ იქნებოდა, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი მოვიდა და გვეუბნება, რომ მთელი 21 წლის მანძილზე ყოველთვის იყო ტოპ 10 მონაწილე და ამ სეზონზე მარტო დააბრუნეს ტოპ 12. მე სად მექნებოდა ამერიკაში ამერიკელი ხალხის ხმები და ჩემი აზრი ეგეთია, რომ შეიძლება იცოდნენ, რომ ვერ შევძლებდი საჭირო ხმების მოგროვებას.

    სწორედ ეს ტოპ 12 მონაწილე მიიღებს ფინალში მონაწილეობას და ასრულებს ძალიან ბევრ დუეტს და ხდება American Idol-ის ოჯახის წევრი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის უკვე გამარჯვებაა.

    ძალიან ბევრი ვარსკვლავია დაპატიჟებული პროექტის ფინალზე და ყველა მონაწილეს შეხება გვექნება მათთან.

    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ხალხი როგორ მიჭერს მხარს, ეს მე ძალიან მაძლიერებდა“, – აღნიშნავს მომღერალი „მთავარ არხთან“ საუბრისას.