სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სიმართლეა თუ არა რომ სტრესმა და ნერვიულობამ ქალს რძე გაუშროს

    სიმართლეა თუ არა რომ   სტრესმა და ნერვიულობამ ქალს რძე გაუშროს
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბავშვისთვის დედის რძე ყველაზე სასარგებლოა, ამას ექიმებიც ადასტურებენ და ურჩევენ დედებს რომ თუ შეუძლიათ აუცილებლად გამოკვებონ ბავშვი რძით.

    სიმართლეა თუ არა რომ   სტრესმა და ნერვიულობამ ქალს რძე გაუშროს


    თუმცა, არის შემთხვევები, როცა ქალებს შვილების ძუძუთი გამოკვება არ შეუძლიათ, ან კიდევ რძე მოულოდნელად უშრებათ. ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში ქალმა დაწერა, რომ რძე მოულოდნელად გაუშრა და ეს ფაქტი სტრესს დაუკავშირა.

    "მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ რძე გამიშრა. ეს მესამე შვილია. სავარაუდოდ, სტრესის გამო მოხდა, რადგანაც ნერვიულობა შემხვდა. მას შემდეგ, ერთ თვეზე მეტი გავიდა, რძემ ცოტათი დაიწყო დაბრუნება. შემიძლია, ბავშვის ძუძუთი კვება ხელახლა დავიწყო?" - იკითხა ერთ-ერთმა დედამ.

    ექიმები განმარტავენ, სინამდვილეში, არის თუ არა რძის გაშრობა სტრესის ბრალი და ზოგადად, ყველაზე ხშირად რა იწვევს ამ პრობლემას:

    - როგორც წესი, სტრესის გამო რძე კი არ შრება, პირიქით, ემატება. სტრესი ჰორმონით რეგულირდება, კორტიზოლი გამომუშავდება, რაც პროლაქტინს ზრდის. პროლაქტინი კი რძის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ჰორმონია.

    მაგრამ, კორტიზოლის გამო ოქსიტოცინის გამომუშავება მცირდება. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძუძუდან რძის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, სტრესის დროს რძე არის, მაგრამ დედებს მისი გამოყოფა უფრო უჭირთ.

    ასეთ დროს შეგიძლიათ, სხეულს ოქსიტოცინის გამომუშავებაში ცხელი შხაპის მიღებით, ცხელი სითხეების დალევით, კანით კანთან კონტაქტითა და ნეგატიური ფიქრებისაგან თავის არიდებით დაეხმაროთ.

    ქალს რძე შეიძლება არ ჰქონდეს, ან გაუქრეს, თუ სხვადასხვა დაავადება აქვს. მაგალითად, აღნიშნულ პრობლემას ფარისებრი ჯირკვლის დაავადები, მშობიარობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში მასიური სისხლდენები, აუტოიმუნური დაავადებები იწვევს. ასევე, შეიძლება რძის ნაკლებობა სარძევე ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპოპლაზიის, მკერდის შემცირების ან გაზრდის ოპერაციების გამო იყოს. როგორც წესი, ეს ფაქტორები მშობიარობისთანავე ჩნდება - რძე ქალს მოგვიანებით მოსდის, ან მცირე რაოდენობით აქვს და პატარას არ ჰყოფნის.

    რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

    მეძუძური დედებისთვის დაავადების არსებობის გამორიცხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ორსულობის დროს ექიმები ქრონიკული დაავადებების შესახებ დიაგნოზს სვამენ, მაგრამ მშობიარობის დროს და მის შემდეგ შესაძლოა, პრობლემა გამწვავდეს, ან კიდევ ახალი, აუტოიმუნური დაავადება გაჩნდეს. ამიტომ, მშობიარობის შემდეგ თერაპევტთან და გინეკოლოგთან მისვლა მნიშვნელოვანია. ექიმი საჭირო ანალიზებსა და შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

    2. ლაქტაციის კრიზები

    კვლევებით დადასტურებული არ არის, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვები ყოველ თვენახევარ-ორ თვეში ერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო ჭირვეულები ხდებიან. უფრო ხშირად და ხანგრძლივი დროით უნდათ ძუძუზე მოჭიდება. ამიტომ, ჩნდება განცდა, რომ დედას საკმარისი რძე არ აქვს.

    რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

    ბავშვს უფრო ხშირად აჭამეთ, ერთ კვებაზე ორივე ძუძუდან კვება შესთავაზეთ, უფრო ხშირად დაამყარეთ კანით კანთან კონტაქტი. ეს პროლაქტინისა და ოქსიტოცინის გამომუშავების გაზრდას ხელს შეუწყობს და ბავშვსაც საკმარისი რძე ექნება.

    3. ძუძუთი კვების არასწორი ორგანიზება

    ყველაზე ხშირად, რძე ამ მიზეზით ქრება. ქალები არასწორად სვამენ ბავშვებს, რომ ძუძუზე მოჭიდება შეძლონ, უარს ამბობენ ღამის კვებაზე, აძლევენ მათ მეტ წყალს. ეს კი ბავშვის ორგანიზმის ცრუ გაჯერებას იწვევს და ნაკლებ რძეს წოვს. შესაბამისად, სულ უფრო ნაკლები წარმოიქმნება.

    რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

    დაიწყეთ ძუძუთი სწორი კვება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ექიმისგან, სპეციალისტისგან რეკომენდაციაც მიიღოთ. ღამით ბავშვის გამოკვებაზე უარი არ თქვათ. პროლაქტინი, რძის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი, დილის 3-დან 5 საათამდე გამომუშავდება. წყლის დამატება მხოლოდ შერეული კვების ან ახალშობილის ფოტოთერაპიით მკურნალობისას დაგჭირდებათ.