გორში, სოფელ აძვში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, რომლის ცხედარი ტირიფონის არხში ნახეს.
თანასოფლელებმა ცხედარი მაშინ დაინახეს, როდესაც არხის წყალს მიჰქონდა.
"არავის დაუნახავს საიდან გადავარდა, როგორ გადავარდა. ძალიან ბევრი ვერსიებია. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ნასვამი იყო. ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. ოჯახში მისვლასაც ვაპირებ", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
ცნობისთვის, ტირიფონის არხი სათავეს მდინარე ლიახვიდან იღებს და რამდენიმე სოფელზე გადის.