სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • იყავით მეგობრულები - ნახეთ 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    იყავით მეგობრულები - ნახეთ 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წარმოგიდგენთ, 17 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს.

    ვერძი

    იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი და მოწესრიგებული, რათა თავიდან აიცილოთ დღევანდელი დღის ნეგატიური ენერგიების გავლენა და ემოციურ დაძაბულობა.

    კურო

    მოსალოდნელია ფარული მტრებისა და არაკეთილმოსურნე ადამიანების გააქტიურება, იყავით ყურადღებით. შესაძლოა, თქვენს ირგვლივ ვიღაც არასასიამოვნო ჭორებს ავრცელებდეს და ინტრიგებს ხლართავდეს.

    ტყუპები

    დღევანდელი დღე პარტნიორულ და ფინანსურ საკითხებში მეტ გარკვეულობასა და სიზუსტეს მოითხოვს, გადაწყვეტილების მიღება უკეთესია, სხვა დროისათვის გადადოთ.

    კირჩხიბი

    მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მართოთ თქვენი ემოციები.

    ლომი

    ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობას. ნუ აჰყვებით ცდუნებებს რომანტიკულ თავგადასავლებთან დაკავშირებით, ეცადეთ დაისვენოთ. კარგია საღამოს მეგობრებთან შეხვედრა.

    ქალწული

    დღეს გაუგებრობები არაა გამორიცხული. ემოციები გააკონტროლეთ და ყველაფერი მარტივად მოგვარდება.

    სასწორი

    სასურველია, დაკავდით რაიმე მსუბუქი საქმიანობით, თუ საშუალება გაქვთ, მოაწყვეთ მოკლე სამუშაო დღე. საღამოს დაისვენეთ.

    მორიელი

    ჩვეულებრივზე მეტი ყურადღებით მოეკიდეთ დღევანდელ საქმეებს და ნუ იჩქარებთ დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღებას. საღამოს, შეეცადეთ დაისვენოთ.

    მშვილდოსანი

    შესაძლოა, დღეს რაღაც მნიშვნელოვან საიდუმლოს აეხადოს ფარდა. დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

    თხის რქა

    უამრავი ინფორმაცია თავბრუს დაგახვევთ, აუცილებლად გაფილტრეთ ახალი ამბები, ყველაფერი რასაც ისმენთ, სიმართლე არაა. სასარგებლოა საყიდლებზე სიარული.

    მერწყული

    სასურველია, წინასწარ მიიღოთ ზომები მძიმე ენერგიების შესამსუბუქებლად, არ დაუშვათ ნეგატიური ფიქრები, თავი აარიდეთ საქმეების გარჩევას. იფიქრეთ პოზიტიურად და ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

    თევზები

    იუმორი, პოზიტიური განწყობა და თავდაჭერილობა კარგ სამსახურს გაგიწევთ. დღეს, შეგიძლიათ იფიქროთ სოციალური საკითხების მოგვარებაზე. გახსოვდეთ, საღამოს, დასვენებაა საჭირო.