სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წელს ვიცავ დისერტაციას - რას წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში

    წელს ვიცავ დისერტაციას - რას წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის გამომწერებს ეხმაურება და განმარტავს, არის თუ არა ის უსაქმური. პოსტში შეროზია თავის საქმიანობებზე წერს.
    „ბევრს აინტერესებს, ვარ თუ არა usaqmuri რაკი „პრაიმ ჰაუსში“ ვარ, ამჟამად და ბევრს ადრე ჩემი საქმიანობა ბლოგების წერა ეგონა. მაშ ასე:

    - ვკითხულობ ლექციებს სამ უნივერსიტეტში, მათგან ერთში ასოცირებული პროფესორი ვარ, ორში მოწვეული ლექტორი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ სექტორში;

    - ვარ მარკეტერი, რამდენიმე კომპანიას ვუკეთებ მარკეტინგულ კონსალტინგს, მანამდე ვიყავი მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, სხვადასხვა დიდ კომპანიაში.

    - მაქვს ჩემი ტურისტული სააგენტო, ანუ მოგზაურობები გართობაზე მეტად - მუშაობაა (ნუ ორივე ერთად, კაი)

    - მაქვს მცირე საიჯარო ბიზნესი (გაქირავებული ორი სახლი, ორივე ჩემით ნაყიდი, მშობლებისთვის არაფერი მითხოვია)

    - ვწერ მუსიკას, ლექსებს, ანუ სიმღერითაც ვარ დაკავებული, როცა ვიცლი.

    - მაქვს გამოცემული წიგნი „ფერადი ფრაგმენტები“ (იყიდება ბიბლუსში), მეორეს ახლა ვასრულებ

    - ვარ სოც. მედია ინფლუენსერი (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) და ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან.

    - ჩემი კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი საქმიანობა მამობაა, ეს „საქმიანობა“ ყველაზე მეტად მიყვარს და ტირილამდე მენატრება ჩემი პატარა გოგო!

    - წელს ვიცავ დისერტაციას

    მგონი ესაა, წვრილ-წვრილ რამეებს აღარ ჩავაკვეტებ ამ პოსტში. ყველაფერი შეგიძლიათ მიწოდოთ, უსაქმურის და გაუნათლებლის გარდა. მადლობა ყურადღებისთვის!“ - წერს შეროზია.