სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მსოფლიოს სააღდგომო ტრადიციები

    მსოფლიოს სააღდგომო ტრადიციები
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულ აღდგომას მართმადიდებლური სამყარო 16 აპრილს იზეიმებს,კატოლიკეები კი ერთი კვირით ადრე 9 აპრილს.

    მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში ამ დღესასწაულის აღნიშვნის მრავალფეროვანი და თვითმყოფადი ფორმები არსებობს, რომლებიც როგორც სპეციალურად ამ დღისთვის ჩვეული ტრადიციული სამზარეულოთი, ასევე სიმბოლური ქმედებებით გამოიხატება.

    მაგალითად - გერმანიაში, აღდგომის დღეს, დილით ადრე, ოჯახის უფროსი მთელ სახლში სააღდგომო საჩუქრებს მალავს, დანარჩენები კი გულმოდგინედ ეძებენ. გერმანიაში პარასკევი და შაბათ-კვირა უქმეა. ტრადიციის თანახმად, გერმანელები დიდ კოცონს აჩაღებენ, ახალგაზრდები კი აღდგომის მისალოცად კარდაკარ სიმღერით დადიან და ტკბილეულს აგროვებენ. ოჯახის უფროსი აღდგომა დილით საჩუქრებს ბალახში ჩამალულ კალათებში აწყობს, რომლებსაც ოჯახის წევრები ერთად ეძებენ.

    აღდგომის დღეს პოლონელი მამაკაცები იღებენ წკეპლას და გარეთ გამოდიან. ამ წკეპლას ისინი მსუბუქად ურტყამენ გოგონებსა და ქალბატონებს. მიჩნეულია, რომ ამით გაწკეპლილები ბედნიერებას იპოვიან, პოლონელები ლამაზად გაფორმებულ საზეიმო სუფრას ძეხვის ასორტით ავსებენ, აუცილებელია

    შვედები დარწმუნებულები არიან, რომ აღდგომა დღეს ქუჩაში ბევრი ბოროტი ძალა გამოდის. ამიტომ, მათ დასაფრთხობად კოცონებს ანთებენ. ბავშვები ჯადოქრების სამოსს იცვამენ, კარდაკარ დადიან და ტკბილეულს ითხოვენ. სახლებს ტრადიციულად ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებითა და ხელოვნური, ფერადფრთიანი ყვითელი წიწილებით რთავენ. სააღდგომო კვერცხებს კი მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც ლამაზად შეფუთული კანფეტია მოთავსებული.

    ავსტრალიაში აღდგომა დღეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ონკანებიდან წამოსულ წყალს. შეყვარებულები მას სპეციალურ ჭურჭელში იღებენ და ქორწილამდე ინახავენ. ცერემონიის დროს კი ერთმანეთს ასხურებენ, ქორწინება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს.

    ავსტრალიაში განსაკუთრებით პოპულარულია შოკოლადის ან შაქრისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის სააღდგომო კვერცხი. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ცხვრის ხორცი და ტრადიციული სააღდგომო ბეზეს ტორტი კივით, მარწყვით, ანანასითა და მანდარინით მორთული.