სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 32 000-ს მიაღწია - ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები

    ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 32 000-ს მიაღწია - ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 32 000-ს მიუახლოვდა, დაშავდა 74 188 ადამიანი. გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის მსხვერპლთა სტატისტიკას ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და იუწყება, რომ მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში, ანკლავში 65 ადამიანი დაიღუპა, 92 კი დაიჭრა.

    ისრაელის არმია უკვე მეხუთე დღეა ინტენსიურ ოპერაციას ატარებს ქალაქ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე. “ცაჰალის“ ცნობით, ოპერაციის დროს “ჰამასის“ და “ისლამური ჯიჰადის“ 140 მებრძოლია ლიკვიდირებული.