სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა იცის ისტორია, სად აქვს გააზრების უნარი" - ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე

    "რა იცის ისტორია, სად აქვს გააზრების უნარი" - ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას ქართველ ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილზე განსაკუთრებული განცხადება გააკეთა.

    თავჯდომარემ ფილოლოგსა და მის ძმას, პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს "იდენტობის შემარყევლები" უწოდა.

    "ეს იყო მორიგი მცდელობა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე მორიგი იერიშის მიტანისა. ჯერ ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა. ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეებს უპირისპირდებოდნენ, ეკლესიის შეურაცხყოფასაც არ უშინდებოდნენ."

    "სჯობს რაღაცები ხელშეუხებელი დარჩეს. მაგალითად ვიღაცის დედ - მამას ნაკოვანებები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. რა იცის ლევან ბერძენიშვილმა ისტორია ან მისი გააზრების უნარი სად აქვს?! აი, რომ არ იცის, ზუსტად მაგიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს", - ეს ყოველივე ირაკლი კობახიძის სიტყვებია.