სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე

    VIDEO: „ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ყიფშიძე და მისი მეუღლე, ენი გასიევა ერთმანეთს დაშორდნენ. მითქმა მოთქმა კი “ ტიკ-ტოკ”-ზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გამოიწვია.

    სწორედ ლენუკამ განმარტა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ყველას თავისი ცხოვრება აქვს.

    ენი, „დღის პოსტს“ სტუმრობდა, სადაც მის ყოფილ მულზე ისაუბრა.

    „ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი... ვიყავი „თბილისი ოფენ ეარზე“. მთელი თბილისი იქ იყო. მეგობარი დავკოცნეთ ხუმრობით და პრესამ გამოაქვეყნა, რომ თურმე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემს 18 წლის მეგობარს, რაც ასე არ ყოფილა. ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი ენი აღარ არის, ჩემი ძმა დაშორდაო. მე ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ძალიან მიყვარს ნატალია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფრის დრო არ რჩება. ნატალია განზეა გამდგარი, არაფერში ერევა. რაც შეეხება ლენუკას, არაფერი მწყენია. ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს, იქით იყო, აქეთ იყოს…“, - ამბობს ენი.