სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “იქ იმ წუთს არ ვიცი რა ხდებოდა ვერ აღვწერ…”-იტალიის ქუჩებში აკრძალული ქართული სიმღერა

    “იქ იმ წუთს არ ვიცი რა ხდებოდა ვერ აღვწერ…”-იტალიის ქუჩებში აკრძალული ქართული სიმღერა
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოთარაანთ ქვრივს ყოველთვის ერთი ქისა ჰქონდა ხოლმე იმისთვის, რომ უპოვრებს დახმარებოდა შესწეოდა.

    ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ხშირად დავეხმარო ადამიანებს ისე ვაკეთებ როგორც ვახერხებ ხოლმე თუმცა კვირა და ხუთშაბათ დღეს ვიცი რაც არ უნდა მოხდეს ქუჩაში ჩემი ქართველები რომ მღერიან იმათთვის უნდა მქონდეს გადადებული, რომ შევეწიო. ხან მხოლოდ ერთია ხან ორი, გუშინ გოგონაც მღეროდა მათთან ერთად, ირგვლივ ქართველები ვიდექით და სიამოვნებით ვუსმენდით, ისინი ჩვენი ნიჭიერი ადამიანები არიან, გულზე სითბო გვეღვრება, ტანში ჟრუანტელი გვივლის ხოლმე როცა გვესმის ჩვენი ქართულის სიმღერა ამ უცხო ქვეყანაში.

    "საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის? - მღერის გიორგი და თან მადლობის ნიშნად თავს გვიკრავს ხოლმე როცა ფულს დაუდებთ მადლიერების გამოსახატავად. ახლა იკაც იქააა, იუმორს გაურევს ხოლმე და თითოეულს თავისებურად გვეფერება. გოგონას არ ვიცნობ კაფანდარაა, საყვარელი და მღერის ისე როგორც იადონი...

    ჰოდა ამ ნეტარებაში ვართ ეს სიცისაგან გათანგულნი და ქართული სიმღერის მოსმენისაგან ბედნიერები რომ პოლიციამ სასტიკი აკრძალვა გამოხატა ქუჩაში სიმღერისა გამო. იქ იმ წუთს არ ვიცი რა ხდებოდა ვერ აღვწერ, შეიკრა ეს პატარა ქვეყნის შვილები ერთ მუშტად პოლიციელების წინ ვისაც როგორ შეგვეძლო ისე ვუმაგრებდით მხარს ჩვენს მომღერლებს. საბუთებს ართმევდნენ ყველას ვინც ხმას ამოიღებდა ეწინააღმდეგებოდა მათ - ნუ ჩაერევით ჩემს გამო, მე ამათთან სულ მსგავსად ვიბრძვიო, - თქვა განერვიულებულმა გიორგიმ, ის წლებია ქუჩაში მღერის და ცოლთან და დედასთან ერთად ცხოვრობს, ზრდის შვილებს. მოკლედ ორი საათი მაინც გაგრძელდა პოლიციას და ხალხს შორის დავა. ჩვენი დამცველი ამ დროს ვინ არის ნეტა? ვფიქრობდი გულში, უსამართლოდ უკრძალავდნენ ქუჩაში სიმღერას ქართველებს?

    როგორც იქნა გაირკვა ყოველივე, საბუთები დაუბრუნეს ყველას თუმცა სიმღერის უფლება მისცეს თუ არაა საკითხავია. უბრალოდ სასაცილო ის იყო ვინც ხმას ამოიღებდა ერთი ნოტით მაღლა ყველას განყოფილებაში წასვლით ემუქრებოდნენ. უკან მაინც არავინ იხევდა სიმართლის გარკვევაში.

    ეჰ ჩემო საქართველო ნეტა დაგანახვა განსაცდელის ჟამს როგორ ერთ მუშტად შევიკარით აქ ამ დასალიერში შენი შვილები!

    მანდ საქართველოში "სტრანიერებს", უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელის გულზე ამყოფებთ და ჩვენ შენს შვილებს გულიდან გვიგლეჯთ. არც ჩვენს ქვეყანაში გვყავს პატრონი და აქ ხომ საერთოდ უფალია ჩვენი პატრონი და თავად ჩვენ ჩვენი თავისა.

    იტალიის სახელმწიფოს ვემადლიერებით რომ მოგვცა საშუალება საბუთი გვქონდეს და კანონიერად ვიცხოვროთ ვიმუშაოთ მის მიწაზე, ეს "იაღლიშები" კი ხდება, თავის გატანა ბრძოლა არსებობისთვის, თუმცა სანამ ერთმანეთისთვის მსგავსად გვერდით დგომა შეგვეძლება მჯერა ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა. აი სიმღერის ამბავი კი არ ვიცი როგორ იქნება, იმღერებენ თუ არა ეს ნიჭიერი ქართველები ისევ ქუჩაში და გაგვითბობენ და გაგვიხარებენ კი გულს?

    თეონა ჭანტურია/იტალია/ბარი

    წყარო: exlusivetv.ge