სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" -კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

    "ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" -კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა. კადრში ასა­ხუ­ლია შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­წყრის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი.

    ფო­ტო­ზე სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძაშ­ვი­ლის, გელა გუ­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და.

    რო­გორც ამ­ბობს, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, თბი­ლის­ში იყო. მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, რა­ჭა­ში ტაქ­სით წა­მო­ვი­და, რათა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს შვი­ლე­ბის ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

    "ტყე-ტყე ვი­ა­რე... ტყის თავს ვე­ძა­ხით, სა­თი­ბია... მივ­ყვე­ბო­დი და ერთი ადა­მი­ა­ნის ნაკ­ვა­ლე­ვი ვი­პო­ვე, არ ვიცი, ვისი იყო… კი­ნა­ღამ ტყის თა­ვამ­დე ავე­დი… იქ რა­ღაც მე­წყე­რი­ვით იყო, და­მი­ცურ­და ფეხი და ჩავ­ვარ­დი დაბ­ლა, არ ვიცი, თუ აქვთ კად­რი გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც იქნა, ამოვ­ფო­ფხდი და გად­მო­ვე­დი და ფე­ხით ჩა­მო­ვე­დი. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია გელა გუ­ტაშ­ვი­ლი და იმის ბავ­შვებს ვე­ძებ­დი. ვერ ვი­პო­ვე, ჩავ­ვარ­დი ხრამ­ში და ძლივს ამო­ვე­დი" - იხ­სე­ნებს ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უბ­რი­სას.

    ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი 20-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.

    ამ დრო­ის­თვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 11 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. ესე­ნი არი­ან - გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი, ნინო კენ­ჭა­ძე, ქსე­ნია ტრი­ჩე­ვა, და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლი, 7 წლის ლუკა დუ­დაშ­ვი­ლი, და-ძმა მეგი და გიგი გუ­ტაშ­ვი­ლე­ბი, გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლი, ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ია, მარი მა­ი­სუ­რა­ძე, შო­რე­ნა ბი­ჭაშ­ვი­ლი...