სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შესანიშნავი მამა-შვილი - რატომ დათანხმდა ზურა ყიფშიძე კრისტისთან ერთად პოდიუმზე გამოსვლას

    შესანიშნავი მამა-შვილი - რატომ დათანხმდა ზურა ყიფშიძე კრისტისთან ერთად პოდიუმზე გამოსვლას
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კრისტი ყიფშიძე ყოფილ მამამთილთან ზურა ყიფშიძესთან ერთად ახლახან პოდიუმზე ვიხილეთ.

    დათუნა სულიკაშვილის იდეით, სამხატვრო აკადემიის დარბაზებში მოწყობილ პოდიუმზე ქართველი კინოვარსკვლავი გამოვიდა, ხოლო ბოლოს უკვე კრისტისთან ერთად დახურა კოლექციის ჩვენება.

    "დათუნამ ამ ჩვენებაზე ბევრი ცნობილი სახე გამოიყვანა, მათ შორის ნანა ჯორჯაძე, ბასა ფოცხიშვილი თუ მაკა ჩიჩუა და ერთ-ერთი მთავარი სახე იყო ზურა ყიფშიძე, რომელიც გამოვიდა ჩვენების ბოლოსკენ. ფინალში კი, მე და ზურამ, ერთად გამოვიარეთ. მეჯლისის შეგრძნება მქონდა და დადგმაც ასეთივე გახლდათ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ეს ჩვენება შედგა", - განაცხადა ქრისტი ყიფშიძემ.