სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ერთ-ერთი თერაპიის შემდეგ, სახლში მომავლები, პირდაპირ რეანიმაციაში აღმოვჩნდით“ - რას ჰყვება კობე კუბლაშვილის მეუღლე

    „ერთ-ერთი თერაპიის შემდეგ, სახლში მომავლები, პირდაპირ რეანიმაციაში აღმოვჩნდით“ - რას ჰყვება კობე კუბლაშვილის მეუღლე
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 15 აგვისტოს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

    მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ კოტე კუბლაშვილის მეუღლე, მარი მესხი უყვება.

    როგორც ის ამბობს, ლეიკემიის დიაგნოზი კოტეს 22 წლის წინ დაუსვეს, 2021 წელს კი მას მელანომა დაუდასტურდა:

    „ამ ზაფხულს დასჭირდა სხივური თერაპიის გაკეთება და ერთ-ერთი თერაპიის შემდეგ, სახლში მომავლები, პირდაპირ რეანიმაციაში აღმოვჩნდით. ექიმები დღეებისთვის კი არა, საათებისა და წუთებისთვის იბრძოდნენ, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს და პირველ აგვისტოს კოტე სახლში გამოვიყვანეთ. ამ გართულებამ შემდეგი ქიმიოთერაპიის კურსი გადაავადა, რის შემდეგაც დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირდა, რამაც გამოიწვია კიდეც ეს შედეგი. ნელ-ნელა მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხდებოდა.

    ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეტასტაზები უკვე ბევრგან იყო წასული, თუმცა ბოლომდე საღ გონებაზე იყო. მათ შორის გარდაცვალების დღესაც – მომავალზე ვსაუბრობდით და მკურნალობის სტრატეგიებს განვიხილავდით.

    ადამიანს იმედი ყველაზე ბოლოს გტოვებს. ყოველთვის გჯერა, რომ რაღაცის შეცვლა შეგიძლია. ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობის სირთულეს ვერ ვაცნობიერებდით. მე კი არა, თვითონაც ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

    ჩვენ 1999 წელს დავქორწინდით… 2001 წელს კოტეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ის მხოლოდ 27 წლის იყო. ექიმმა უთხრა, თუ ტრანსპლანტაცია არ მოხდება, ერთი წლის შემდეგ 5 პროცენტიც არ გაქვს შანსი, ცოცხალი დარჩეო. მაშინ ვეუბნებოდი, ასი წელი რომ მეცხოვრა შენთან, შეიძლება, ისე ვერ გამეცანი, როგორც ამ პერიოდში გაგიცანი-მეთქი. მისი შეუპოვარი და სიცოცხლისთვის მებრძოლი ხასიათი დაგვეხმარა ყველაფრის გადალახვაში. 27 წლის ასაკში რომ სასიკვდილო დიაგნოზს გისვამენ, ყველაფერს სხვანაირად უყურებ…“