სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მამაკაცი 15 წლის გოგონას ინტიმურ ფოტოსა და ვიდეოს 20 ლარად ყიდდა- დანაშაულის დეტალები

    მამაკაცი 15 წლის გოგონას ინტიმურ ფოტოსა და ვიდეოს 20 ლარად ყიდდა- დანაშაულის დეტალები
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბი­ლის­ში მომ­ხდარ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. 20 წლის მა­მა­კა­ცი 15 წლის გო­გო­ნას ინ­ტი­მურ ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას 20 ლა­რად ყიდ­და.

    და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ბის გა­ყიდ­ვის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა.

    ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2003 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით 15 წლის გოგო გა­იც­ნო და მას­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით ნდო­ბა მო­ი­პო­ვა. შე­დე­გად, არას­რულ­წლო­ვან­მა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მას თა­ვი­სი პი­რა­დი ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლით ბრალ­დე­ბულ­მა ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სუ­რა­თით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყალ­ბი გვერ­დი შექ­მნა, რომ­ლი­თაც მომ­ხმა­რებ­ლებს თან­ხის სა­ნაც­ვლოდ 15 წლის გო­გოს ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვას სთა­ვა­ზობ­და. ხოლო ან­გა­რიშ­ზე თან­ხის ჩა­რი­ცხვის შემ­დეგ, იგი მყიდ­ველს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფო­ტო­ებ­სა და ინ­ტი­მურ ვი­დე­ო­ებს უგ­ზავ­ნი­და.

    "ამ ეტაპ­ზე იყე­ნებს მის­თვის მი­ნი­წე­ბულ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, არც არა­ფერს ადას­ტუ­რებს და არც არა­ფერს უარ­ყოფს. ჰქონ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლით მი­წერ-მო­წე­რა. გა­მო­ძი­ე­ბას აქვს გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ჩვე­ნე­ბა, არის გარ­კვე­უ­ლი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი და არის ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია "სქ­რინ­შო­თე­ბის" სა­ხით. არ­სე­ბობს ინ­ტი­მუ­რი ფოტო-ვი­ე­ო­მა­სა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა ედა­ვე­ბა, რომ თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუ­ლის მო­თხოვ­ნა, რაც ხდე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­ან, ხდე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის "აჭა­რა­ბე­თის" ან­გა­რიშ­ზე ცა­რი­ცხვა და შე­მეგ ხდე­ბო­და უშუ­ა­ლოდ ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა და ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ან­გა­რე­ბა. ძი­რი­თა­დად არი­ან ირი­ბი მოწ­მე­ე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა არ ედა­ვე­ბა უშუ­ა­ლოდ მო­პო­ვე­ბას და შე­ნახ­ვას. ნე­ბარ­თვით მო­ი­პო­ვა, ედა­ვე­ბი­ან მხო­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას და გავ­რცე­ლე­ბას, - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ავ­თან­დილ გი­ორ­გა­ძე.