სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ძალიან სამწუხაროა, მეც რომ ქალი ვარ და თამარიც” – სალომე უშხვანის რეაქცია პირდაპირ ეთერში მომხდრაზე

    “ძალიან სამწუხაროა, მეც რომ ქალი ვარ და თამარიც” – სალომე უშხვანის რეაქცია პირდაპირ ეთერში მომხდრაზე
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “პრაიმ ჰაუსის” შაბათის ლაივის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ახალკაცმა თაია ჭიჭინაძეს მიმართა, რომელიც ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლეა.

    „მე ერთი ვარ, ერთს მაძლევთ ოსკარს… მე სამივეს მოგცემდით ოსკარს, სასწაული ოჯახი ხართ, იმიტომ, რომ დღემდე ოჯახად მიმაჩნიხართ. სასწაული რეიტინგი დაწერეთ და იმედი მაქვს, ერთ სახლსაც მოიგებთ, რომ ერთად იცხოვროთ… „ნოვოსელია“ ჩემზე იყოს,“

    თამარმა ასევე შეურაცხყოფა მიაყენა სალომე უშხვანს.

    სალომემ თამარ ახალკაცის რეპლიკაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

    „დიასას პატივისცემით ვარ აქ… ძალიან სამწუხაროა, მეც რომ ქალი ვარ და თამარიც. წარმატებას ვუსურვებ ყველა აუტსაიდერს. ძალიან მიყვარხართ,“ – მიმართა სალომემ დარბაზში მყოფებს, რომელიც “პრაიმ ჰაუსის” ლაივს ესწრებოდა.