სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ანგელოზები...“ -ავარიის დროს გარდაცვლილ ბავშვებზე ემოციურ პოსტი

    „სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ანგელოზები...“ -ავარიის დროს გარდაცვლილ ბავშვებზე ემოციურ პოსტი
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების იმედი“ ხელვაჩაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც ავარიის დროს სამი ადამიანი, მათ შორის, სამწუხაროდ, 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
    „ვუსამძიმრებ ჩემს ბერიძეების ოჯახს ძმების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. მამა რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის უფალო, გადაურჩინე ამ პატარებს მამა რომ მივიდეს საფლავთან და შვილებს იქედან მისცეს ნუგეში.... ტრაგედია დატრიალდა”.

    ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ ნაიარევს...
    დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინეთ პატარა ანგელოზებო...

    "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ბერიძეების ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი ლამაზი სული.
    იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი...
    ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..

    უფალმა სამოთხის კარი გაგიღოთ ანგელოზებო და ბავშვური აუსრულებელი ოცნებებით დაადექით სასუფევლის გზას. ყველაფერი ბავშვურად გიხაროდათ, მაგრამ განგებამ არ გაცადათ მოგისპოთ სიცოცხლე“ - წერს „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების იმედი“ სოციალურ ქსელში.