სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას ამბობს ლევან რატიანი გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანის პილოტზე

    რას ამბობს ლევან რატიანი გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანის პილოტზე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარაპლანის პილოტი, რომელიც გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილია, ამ დრომდე მკურნალობას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

    მას ჯერჯერობით გამოძიებითვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით.

    "პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია. ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება", - განაცხადა ლევან რატიანმა.