სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია" - პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი

    "აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია" - პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს.

    ​"ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ შვილი ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი და რასაც მინდა იმას ვუზამო. გრძნობთ ალბათ, რომ გაღიზიანებული და გაკვირვებული ვარ მომხდარი ფაქტით, ვერასოდეს ვერ შევეგუები როგორც ადამიანი და განსაკუთრებით როგორც ექიმი, როცა ბავშვს სახეზე და ხელის მტევნებზე განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან ახლობლები.

    პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650 მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს დაავადებების განვითარებას.

    ლორწოვანის, ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით ნათქვამია, ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ პირის ღრუ და კბილები ჯანმრთელი აქვსო. ბაქტერიის პრეზენტაცია ორგანიზმში ცხვირის ან პირის ღრუდან იწყება ძირითადად, ხოდა გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას? გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება! აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია", - აცხადებს პედიატრი.