სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი" - რას იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

    "ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი" - რას იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკოლოზ ბასილაშვილის მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა, თავის შვილთან დაკავშირებული სირთულეები გაიხსენა.

    "14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა.

    იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან, როგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6). თუმცა, რომ დამირეკა სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა.

    გამიკვირდა და ვუთხარი რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ", - იხსენებს ნოდარ ბასილაშვილი.