სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბუფონს ნომერი სწორედ ამიტომ არ მივეცი" - ეკო ფანგანის უცნობი ისტორია

    "ბუფონს ნომერი სწორედ ამიტომ არ მივეცი" - ეკო ფანგანის უცნობი ისტორია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოდელმა და ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა გიორგი გასვიანის გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" საინტერესო სპორტულ საკთხზე ისაუბრა, რაც ბევრისთვის უცნობია.

    ტელეარხ "იმედის" წამყვანმა გიორგი გასვიანმა ეკო ფანგანს ჰკითხა, სიმართლე არის, თუ არა, რომ მან არ მისცა ტელეფონის ნომერი მან მსოფლიოს პირველ მეკარეს.

    "ეს ბუფონი იყო. მაშინ ფეხბურთის ფედერაციასთან ვთანამშრომლობდი იტალიელები კი მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ. 2009 წელი იყო. ბევრი ვარკსვლავი იყო ჩამოსული: პირლო, კამორანეზი, ბუფონი... მათ იტალიურად ვესაუბრებოდი. იქ იტალიურად მკითხა ბუფონმა: "და ტელეფონის ნომერიო? მე კი ვუთხარი, რომ მას არ მივცემდი. ახლა კი ვარ და ვყვები ასე ამაყად ამ ისტორიას", - ამბობს ეკო ფანგანმა.