სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ უხდიან ლაშა ტალახაძის დედას პატიმრები მადლობას? - უცნობი დეტალები

    რატომ უხდიან ლაშა ტალახაძის დედას პატიმრები მადლობას? - უცნობი დეტალები
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟანა თოდაძე მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის, ლაშა ტალახაძის დედაა.

    ქალბატონი ჟანა გამომძიებელია და დროის ნაკლებობის მიუხედავად, ფაქტია, რომ დედობას თავი არაჩვეულებრივად გაართვა.

    "ლაშა ძალიან თბილ ოჯახურ გარემოში გაიზარდა. საკმაოდ ცელქი იყო, თუმცა უზრდელი არასდროს ყოფილა. ყოველთვის ცდილობდა, გარშემო ყველა დაეცვა.

    ცოტა რომ წამოიზარდა, განსაკუთრებით შრომისმოყვარე და მიზანდასახული გახდა, თან, საოცრად სამართლიანი იყო.

    ტყუილის თქმა ძალიან უჭირდა და ბავშვობიდანვე ძალიან ღვთისმოშიში იყო.

    ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პატრიარქის დალოცვის გარეშე წავიდა საასპარეზოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ და ისევ პატრიარქის ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ", - ამბობს ლაშა ტალახაძის დედა.