სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი: "მე და მამას 10 დღე მანქანაში გვეძინა, ის რაღაცნაირად წარმოუდგენელს ახერხებდა"

    ნიკოლოზ ბასილაშვილი: "მე და მამას 10 დღე მანქანაში გვეძინა, ის რაღაცნაირად წარმოუდგენელს ახერხებდა"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი კარიერის საწყის წლებზე ისაუბრა, როცა განსაკუთრებით უჭირდა.

    "მამაჩემმა თავისი პირადი ცხოვრება გადადო, ის დამყვებოდა ყველა ტურნირზე. ჩვენ რთული სიტუაციები გამოვიარეთ და მძიმე პირობებში გვიწევდა ჯერ თბილისში და შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში თავის გატანა.

    მამაჩემი რაღაცნაირად ახერხებდა თანხების მოძიებას, რომელიც ამ ყველაფრისთვის საჭირო იყო. ზოგჯერ სასტუმროში ვცხოვრობდით, თუმცა გვქონია შემთხვევა, როცა 10 დღე მანქანაში გვეძინა. ეს ყველაფერი კი რამდენჯერმე მოხდა", - განაცხადა ბასილაშვილმა.