სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კობიაშვილი: "არანაირი გამართლება არ აქვს, რაც ხაშურში საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!"

    კობიაშვილი: "არანაირი გამართლება არ აქვს, რაც ხაშურში საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!"
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ხაშურის "ივერიას" და "გლდანს" შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

    მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.

    არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!

    15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - წერს კობიაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ხაშურის "ივერიას" და "გლდანის" მატჩზე, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა (გლდანის, ან ივერიის) ისროლა მინის ბოთლი მოედანზე. შემდეგ გლდანის მეკარემ ეს ბოთლი აიღო და უკან სროლის დროს თავში მოარტყა ივერიის ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს, რომელმაც დაზიანება მიიღო.

    ამჟამად, ფეხბურთელი კარგად არის. მას სახის არეში 2 "ნაკერი" დაადეს და ახლა კვლევებს უტარებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სანდროს "ტვინის შერყევა" არ აღენიშნება.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩი აღარ დაასრულა. "გლდანის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბი ხაშურის პოლიციამ გორამდე ესკორტით გამოაცილა, რათა მათი უსაფრთხოება დაეცვა.

    FACEBOOK კომენტარები