სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როცა სხვა ფეხბურთელების შეფასებას მთხოვენ, ამას ვაკეთებ " - ჯიჯი ბუფონი

    "როცა სხვა ფეხბურთელების შეფასებას მთხოვენ, ამას ვაკეთებ " - ჯიჯი ბუფონი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ფეხბურთში პოლიტკორექტულობის შესახებ საინტერესო რამ განაცხადა.

    "ბანალურობა ზოგადად, მთლიანად ცხოვრებასაც ეხება. ამას ჭკუიდან გადავყავარ. ინდივიდუალურობისა და დამსახურებებზე დაფუძნებული განსხვავებების მჯერა.

    გარდა ამისა, ვერ ვიტან პოლიტკორექტულობასაც. თუმცა, მეც ვიცავ მას. ამას იმისათვის ვაკეთებ, რათა სხვებისადმი უპატივცემულობა არ გამოივიჩინო.

    შეიძლება სიმართლეც უსიამოვნო და ზიანის მომტანი იყოს. რადგანაც ეს ყველაფერი საჯაროდ ხდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ულამაზო გამოდის.

    როცა სხვა ფეხბურთელების შეფასებას მთხოვენ, მაღიზიანებს. ყოველთვის ერთი და იგივე უნდა თქვა, რათა უხეშად არ გამოგივიდეს", - აცხადებს ჯიჯი.