სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სრული კრახი! - საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთთან განადგურდა

    სრული კრახი! - საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთთან განადგურდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ერევანში სომხეთის ვეტერან ფეხბურთელებთან - 4:1 დამარცხდნენ.

    ამხანაგური მატჩი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ნუკრი რევიშვილი და მათი თაობის მოთამაშეები წარმოადგენდნენ.

    საქართველოს ნაკრებს შეხვედრის პირველი გოლი 21-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ მოუპოვა, თუმცა მთავარმა არბიტრმა ეს არ ჩათვალა.

    სომხეთის ნაკრების მხრიდან კი გოლების ავტორები: არტურ სარქისოვი, მარკოს პიზელი და ედგარ მანუჩარიანი არიან.

    საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლის ავტორი კი ალექსანდრე იაშვილია, რომელმაც 52-წუთზე პენალტი უნაკლოდ შეასრულა.