სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფაშინიანი: "სომხეთის ნაკრების მიზანი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებაა"

    ფაშინიანი: "სომხეთის ნაკრების მიზანი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებაა"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს მიზნად აქვს დასახული, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს.

    ფაშინიანმა ამის შესახებ ფიფას და უეფას პრეზიდენტებთან - ჯანი ინფანტინოსა და ალეკსანდერ ჩეფერინთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

    "ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფას მხარდაჭერით, 90 ახალი პატარა სტადიონი სომხეთის შვიდ რეგიონში ააშენა. მათი ფუნქციონირებისთვის ფიფა დაახლოებით 2.5 მილიონ დოლარს გამოყოფს", - განაცხადა სომხეთია პრემიერ-მინისტრმა

    შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნულ ნაკრებს არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.