სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თქვენ ისევე მალე შეიზიზღეთ, როგორც გააღმერთეთ" - რა წერილი ქვეყნდება ხვიჩაზე ნეაპოლურ გვერდზე

    "თქვენ ისევე მალე შეიზიზღეთ, როგორც გააღმერთეთ" - რა წერილი ქვეყნდება ხვიჩაზე ნეაპოლურ გვერდზე
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უდიდესი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ზამთარში დატოვებს და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდება.

    ამ სიახლეს ნაპოლის არაერთი გულშემატკივარი შეხვდა დიდი წყენით და აგრესიით, თუმცა ერთ-ერთ ნეაპოლურ გვერდზე, კერძოდ Il Napulegno-ზე სამადლობელი წერილი ქვეყნდება.

    "თქვენ ხვიჩა ისევე მალე შეიზიზღეთ, როგორც გააღმერთეთ და იმ დონემდე აიყვანეთ, რომ მთელს ქალაქში მის ფრესკებსა და ბანერებს ვხედავდით."

    "თქვენ ვერ ნახავთ ზიზღს ამ წერილში. ვერასოდეს. მან კედლის მეორე მხარეს დაგვახვედრა ნანატრი ტიტული, რომელსაც 33 წელი ველოდით."

    "გვახსოვს გამარჯვება იუვენტუსის წინააღმდეგ, 5:1, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერნი ვიქნებით. ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილის აბსოლუტური გმირი", - წერენ იტალიელები კვარაცხელიაზე.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ