მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელია. იგი გუნდს ოფიციალურად 1 ივლისს შეუერთდა.
როგორ ცნობილია, "რუბინსა" და ბათუმის "დინამოს" შორის შეთანხმებაა და რადგან ევროპული გუნდები რუსულ გუნდებს ფულს არ გადაუხდიდნენ, საქმეში ბათუმიც ჩაერთო, ამის შემდეგ მოხერხდა კონტრაქტის გაწყვეტაც.
იტალიელი ჟურნალისტების თქმით, "ნაპოლიმ" ხვიჩას ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. სავარაუდოდ, ამ თანხის მესამედს სწორედ ბათუმელები მიიღებენ.