სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მომიწოდებდნენ, რომ სხეული გამეყიდა" - ლიანა ჯოჯუა

    "მომიწოდებდნენ, რომ სხეული გამეყიდა" - ლიანა ჯოჯუა
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ სხვადასხვა ადამიანები მას „სხეულის გაყიდვისკენ“ მოუწოდებდნენ.


    „არ მესმის, როგორ შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო იმ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეგნობის მიხედვით გაფასებენ. ცხვირზე შემომხედავდნენ და დამცინავად მეტყოდნენ, რომ „შენ ეს გაიტეხე და ასე“.


    „მომიწოდებდნენ, ინტიმური ფოტოები გამეყიდა. როცა კონტრაქტი შეწყდა, ყველამ იფიქრა, რომ მოწერა შეეძლო და მე სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია სხეულის გაყიდვის გარდა. მსგავს რამეს კაც სპორტსმენს არასდროს მიწერენ“, – წერს ლიანა ჯოჯუა.