სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორია ბულგარეთის ნაკრების მოთამაშის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ავარიაში მოჰყვა?!

    როგორია ბულგარეთის ნაკრების მოთამაშის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ავარიაში მოჰყვა?!
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

    შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება.