სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გუნდი, საქართველოში არის ერთი, რომელსაც ძალუძს, წარმატებით ითამაშოს" - რას ამბობს ბიძინა ბარათაშვილი

    "გუნდი, საქართველოში არის ერთი, რომელსაც ძალუძს, წარმატებით ითამაშოს" - რას ამბობს ბიძინა ბარათაშვილი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროთასების 2022/23 წლების სეზონი ქართული კლუბებისთვის მძიმედ დაიწყო.

    ოთხი გუნდიდან მხოლოდ "დინამო ბათუმმა" შეძლო თამაშის ფრედ დასრულებ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტაიმზე მეტი 10 კაცით იყო, მაგრამ სლოვაკეთში სლოვანთან 0:0 ითამაშა.

    აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტატორმა, ბიზინა ბარათაშვილმა ისაუბრა.

    "გუნდი, საქართველოში არის ერთი და ეს არის ბათუმის "დინამო". გუნდი, რომელსაც ძალუძს, წარმატებით ითამაშოს ისეთი გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ, როგორიცაა ბრატისლავის "სლოვანი", რომელიც მარტო ახლა კი არ არის კარგი კლუბი, მას დიდი ისტორიაც აქვს ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიის დროიდან. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ბათუმელებმა მატჩის სოლიდური ნაწილი კაცნაკლულებმა ჩაატარეს და ამან დაღი არ დაასვა მათ თამაშს.

    პრინციპში, ასე რომ მოხდა, ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ბათუმის "დინამო" ბოლო დროს არის საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი. ნაკრებმა კი სულ ცოტა ხნის წინ კარგი თამაშებით გაგვახარა. თუ ჩვენ ავიღებთ ქართულ გუნდებს, ყველაზე დიდი წვლილი ეროვნული ნაკრების წარმატებაში სწორედ ბათუმელებმა შეიტანეს", - ამბობს ბარათაშვილი.