"კომედი შოუს" მსახიობი, ნინი მოხევიშვილი იხენებს იმას, თუ რაში დახარჯა თავისი პირველი ოფიციალური ხელფასი.
"ხელფასი პირველად რომ დამინიშნეს, დაახლოებით 550 ლარი ხელზე უნდა ამეღო. შევედი, კუთვნილი თანხა ავიღე და ვფიქრობდი, სად დამეხარჯა.
წარმოუდგენლად დიდი ფული მეგონა. ვფიქრობდი, ყველაფერს ვიყიდდი. დედას გეფიცები, ის ფული 2 დღეში გაქრა (იცინის)... რა თქმა უნდა, ტანსაცმელი ვიყიდე, ოჯახის წევრებისთვის პატარ-პატარა საჩუქრები შევიძინე... მეორე ხელფასის აღებისას უკვე გათვლილი მქონდა, თანხა როგორ დამეხარჯა - ფულის ყადრს მივხვდი და გავაცნობიერე, რომ არ უნდა გამეფლანგა", - ამბობს ცნობილი მსახიობი.