ჰოლანდიელი ფეხბურთელი, მუჰამედ აბდულა მალაიზიელ პრინცესაზე, ტუნკუ ტუნზე დაქორწინდა.
პრინცესას და სულთან იბრაჰიმის გულის მოსაგებად მუჰამედ აბდულას ისლამის მიღება და გამოსასყიდის, დაახლოებით, 4 ევროს გადახდა დასჭირდა, რითიც პრინცესას ოჯახის კეთილგანწყობა დაიმსახურა.
მუჰამედი და ტუნკუ პირველად ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ, სწორედ ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.
ტუნკუ, მალაიზიის ყველაზე გავლენიანი სულთანის ერთადერთი ქალიშვილია. მუჰამედის ნამდვილი სახელი დენის ვერბასია. მან კარიერაზე, სარწმუნოებაზე უარი თქვა და საცხოვრებლად მალაიზიაში გადავიდა.
შესანიშნავი წყვილის ქორწილი მალაიზიაში გაიმართა, რასაც 1200 ადამიანი ესწრებოდა.